29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა
29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა. თარიღი, ყოველწლიურად აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრომ, გულის დაავადებების მკურნალობის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. გაფართოვდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და სახელმწიფო უფრო მეტ ფინანსებს მიმართავს მოსახლეობის ჯანდაცვაზე.
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უფასო წვდომაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა, ძვირადღირებული იმპლანტირებადი აპარატი ყველა პაციენტს უსასყიდლოდ გადაეცემა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად აისახება. ცვლილებებამდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გულის მოწყობილობებს უფასოდ მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიების პაციენტები: პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები და შშმ პირები იღებდნენ. დღეს აპარატი საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ბენეფიციარისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.
გამარტივდა გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც. მიმდინარე წელს, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, ოპერაციების დაფინანსების გამარტივების მიზნით, რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადავიდა. ცვლილებებით, სამედიცინო მომსახურების მიღების პროცედურა უფრო მოქნილი და სწრაფი გახდა. სიახლის შედეგად, გამარტივებული პროცედურით, 125-მა პაციენტმა უკვე ისარგებლა.
მიმდინარე წელს, ასევე მოიხსნა აბლაციის დაფინანსებისას არსებული შეზღუდვები. შედეგად, კარდიოლოგიური ინტერვენციაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, უფრო მეტ ადამიანს ექნება. ცვლილება, მიმდინარე წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში, მას შემდეგ 162 ოპერაცია ჩატარდა, საიდანაც 34 პაციენტმა აღნიშნული პროცედურის ჩატარება, სწორედ პროგრამაში გატარებული ცვლილების შედეგად, შეძლო.
სიახლეები
- "ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები"
- "ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა"
- "კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი"
- "საჭიროა აშშ-სთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი" - ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილზე
- "ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება" - პრემიერი