ამ გვერდის ამობედვა

დავით სერგეენკო - წინასწარი ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - C0-მ გამოიწვია

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე არიან მხოლოდ გარდაცვლილები, დაშავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები. ამ 7 ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებულები არ არიან, სამწუხაროდ, 7 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

წაკითხვა 936 ჯერ