როგორ უნდა გავარკვიოთ რომელი ვირუსი გვაქვს - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გრიპი და გრიპისმაგვარი ვირუსები პაციენტების უმრავლესობაში მსუბუქად მიმდინარეობს, ზოგიერთს კი რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მეტად აქვს გამოხატული, თუმცა ეს განსაკუთრებით საშიში არ არის.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, მაღალი ტემპერატურის რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნება გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
ცერცვაძის განცხადებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევებში გართულებები ძირითადად, ჩვილ ბავშვებში და იმ ასაკოვან ადამიანებში ვლინდება, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.
"ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ ასეთები, ვისაც გახანგრძლივებული ცხელება აქვს, უფრო იქცევენ ყურადღებას, თორემ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უმრავლესობა არიან. უმრავლესობაში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მათში, სადაც ცხელება გახანგრძლივებულია, ან სხვა რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უფრო მეტად არის გამოხატული, ისინი უფრო იქცევენ ყურადღებას და სწორედ ისინი ხვდებიან კლინიკებში. რამდენად საშიშია როგორ გითხრათ, იმდენად საშიშია რამდენადაც ზოგადად, რიგითი რესპირაციული ინფექციები. განსაკუთრებით საშიში არ არის.
ჩვენ პრაქტიკულად, ბოლო 1 თვის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით. განსაკუთრებით, ჩვილ ბავშვებში და ასაკოვან ადამიანებში, რომელთაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ, ვინაიდან ამ გრიპს და გრიპისმაგვარ დაავადებებს ზოგადად ახასიათებს გართულებები (ხშირად არა, მაგრამ ახასიათებს) განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებებით დატვირთულ ასაკოვან ადამიანებში და ჩვილ ბავშვებში. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგრამ სიტყვა საშიშს მე არ გამოვიყენებდი,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან ასევე განმარტა, თუ როგორ უნდა გავარკვიოთ რომელი ვირუსი გვაქვს - თენგიზ ცერცვაძის თქმით, ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის სიმპტომების გამოჩენისთანავე პირველ რიგში, აუცილებელია კორონავირუსზე ტესტის გაკეთება, ვინაიდან კორონავირუსი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა გრიპი და გრიპისმაგვარი ვირუსები.
„ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის სიმპტომების გამოჩენისთანავე, სხვა რამეზე ნუ ჩავიტარებთ ტესტს, ჩავიტაროთ ტესტი კორონავირუსზე, იმიტომ რომ კორონავირუსი თუ გვაქვს საშიშია, სხვები ნაკლებად საშიშია და სიმპტომები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან ძნელია ავადმყოფმა, ან ზოგჯერ ექიმმაც გაარკვიო, მართალია ნიუანსებში არის განსხვავება, მაგრამ ამ ნიუანსებით ძალიან ძნელია განსხვავება. აუცილებლად, პირველივე დღეს კორონავირუსზე ტესტის გაკეთება. ტესტი ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით, სწრაფი ტექსტი ყველგან კეთდება. მეორე - კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან. ოჯახის ექიმი უმეტეს შემთხვევაში თვითონ ურეკავს კორონავირუსით ინფიცირებულს, იმიტომ რომ ელექტრონულ სისტემაში ხედავს, რომ ის ინფიცირებულია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ვერ დაურეკოს. შეიძლება ბევრი ავადმყოფი ჰყავს, ან გამორჩა. ავადმყოფი არ უნდა ელოდოს და თვითონ დაუკავშირდეს თავის ექიმს. ყველამ იცის ვინ არის თავისი ექიმი და დაუკავშირდეს და უთხრეს, რომ აქვს კორონავირუსი. ამის შემდეგ ექიმი ელემენტარული სატელეფონო გამოკითხვით გაარკვევს, მას სჭირდება „პაქსლოვიდი“ თუ არა. თუ არ სჭირდება ეტყვის, რომ იყავი ბინაზე და მიიღე სიმპტომური მკურნალობა და შენ მორჩები. თუ „პაქსლოვიდი“ სჭირდება ის მას „პაქსლოვიდს“ ბინაზე გაუგზავნის. ამაზე უკეთესი მომსახურება რა უნდა იყოს?!“ - განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- ტირამისუ
- "სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა - „ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ“, ხალხის დაცინვაა" - შალვა პაპუაშვილი
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს " - ანა ნაცვლიშვილი
- "ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა" - პრემიერი
- მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის თვითმფრინავის 3000 ბილეთის სუბსიდირებას გეგმავს