ამ გვერდის ამობედვა

მეცნიერებმა ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზი დაასახელეს

ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ცხიმოვანი მჟავები ქალის სისხლში ხელს უწყობენ ძუძუს კიბოს უჯრედების ზრდას

. ამით აიხსნება ონკოლოგიური დაავადებების რისკი, ქალებში მენოპაუზის შემდეგ წერს MedicalXpress -ი. 

მეცნიერებმა შეისწავლეს 37 ქალის სისხლის ნიმუშები პოსტმენოპაუზის პერიოდში. მათი წონა 63 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო 21 ქალს აწუხებდა ჭარბი წონა. აღმოჩნდა, რომ თავისუფალი მჟავების დიდი რაოდენობა იმ ქალებს ჰქონდათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებდათ. მაგრამ წონის კორექციის პირობებში მჟავების მოცულობა შემცირდა.

იმ ქალების სისხლის ნიმუშებში, ვისაც ჭარბი წონა აწუხებდათ, მეცნიერებმა დაუმატეს კიბოს უჯრედები. აღმოჩნდა, რომ უჯრედებმა სწრაფად დაიწყეს გამრავლება.   

სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში, არის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება. მსოფლიოში ყოველ წელს, სარძევე ჯირკვლის კიბოს 800 ათასიდან 1 მილიონამდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. 

imedinews.ge

წაკითხვა 2048 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 15 2019

სიახლეები