ამ გვერდის ამობედვა

გადაღლილობა დაავადებად აღიარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) მე-11 ვერსია დაამტკიცა

სიის ახალ რედაქციაში გადაღლილობა და ლუდომანია ფსიქოლოგიურ აშლილობებად დასახელდა.

გადაღლილობა, რომელიც ასევე „ემოციური გადაწვის სინდრომის“ სახელით არის ცნობილი, განმარტებულია როგორც „სამსახურთან დაკავშირებული ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიური დაუძლურება“.

დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალი ვერსია ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა.

imedinews.ge

წაკითხვა 1103 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2019