ამ გვერდის ამობედვა

რამდენია შაქრის დღიური ნორმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით შაქრის მოხმარების დღიური ნორმა შეადგენს 25 გრამს (ეს 6 ჩაის კოვზი შაქარია).

 

ექსპერტები შედარებისთვის აქვეყნებენ ინფორმაციას სხვადასხვა სასმელში შაქრის შემცველობის შესახებ. მაგალითად, ჩვეულებრივი კოკა-კოლას 330 მლ (მცირე ბოთლი) შეიცავს 39 გრამ შაქარს, 175 მლ თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო - 1,5 გრამს, ამავე მოცულობის წითელი ნახევრადმშრალი ღვინო - 2 გრამს, 350 მლ ვაშლის ან ფორთოხლის წვენი, შესაბამისად, 39 და 33 გრამ შაქარს, იმავე მოცულობის ყურძნის წვენში კი 58,5 გრამი შაქარია წარმოდგენილი.

 


ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ უარი ვთქვათ ტკბილ გაზიან სასმელებზე,

 
 

შევზღუდოთ ასევე ხილის წვენების მოხმარება, რადგან ისინი იწვევს დიაბეტისწინა მდგომარეობის განვითარებას, შესაძლოა ნევროლოგიური დარღვევების საფუძველიც კი გახდეს.

 



ყველაზე სასარგებლო ჩვეულებრივი წყლის დალევაა (30 კგ-ზე 1 ლიტრის გადათვლით დღის განმავლობაში). ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხილის წვენებისა თუ სხვა სასმელების გარდა ბავშვებიც და უფროსებიც უამრავ ტკბილს მიირთმევენ ყოველდღიურად, შესაბამისად, შაქრის დღიურ ნორმას არა თუ აჭარბებენ, არამედ ძალიან დიდი დოზით მოიხმარენ.

 

 

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 811 ჯერ

სიახლეები