რამდენი წლის სიცოცხლეს გვართმევს დაბინძურებული ჰაერი

ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს.

 

მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ ფაქტორის გამო, სამყაროს სხვადასხვა ნაწილში. ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას დედამიწაზე დაახლოებით ერთი წლით ამცირებს, აზიისა და აფრიკის უფრო მეტად დაბინძურებულ ქვეყნებში კი 2 წლამდე.

 



სუაბარია 2,5 მკმ მცირე ზომის ნაწილაკებით დაბინძურებაზე. მათ შეუძლია ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის პროვოცირება. დაბინძურების უსაფრთხო ნორმად მიღებულია 10 მკმ ნაწილაკი 1მ3 ჰაერზე. ეს მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნებოდეს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში. თუმცა სტატისტიკის თანახმად, დედამიწაზე, ქალაქის მოსახლეობის 95% ძლიერ დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს.

 

 

ტეხასის უნივერსიტეტში გააანალიზეს 185 ქვეყნის სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხო ლიმიტზე მაღალი დაბინძურება, სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 1,03 წლით ამცირებდა (მოწევა გვართმევს 1,82 წელს, ცუდი ხარისხის სასმელი წყალი - 0,57 წელს, არაჯანსაღი კვება - 2,67 წელს).

 



აღსანიშნავია, რომ შედარებით სუფთაჰაერის ქვეყნებში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია) ჰაერის დაბინძურება რამოდენიმე თვით ამცირებდა სიცოცხლის ხანგრძლივობას. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია აღინიშნება სამხრეთ აზიაში. აქ დაბინძურებული ჰაერი ერთად აღებული ყველა სახის კიბოზე უფრო სახიფათოა.

 

 

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 252 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.