დილის რუტინის 6 ხრიკი, რომელიც წარმატებული დღის საწინდარია

4-დან მხოლოდ 1 ადამიანს შესწევს იმის უნარი, რომ დილას მხნედ გაიღვიძოს და დარჩენილი დღეც ასე გაატაროს, ჩვენ კი დანარჩენი 3 ადამიანი სამსახურში მისვლამდეც ფეხს მივითრევთ.

 

ის თუ როგორ გავიღვიძებთ, რას გავაკეთებთ პირველად ადგომისას ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ რას ვაქცევთ ჩვენი დილის რუტინად, უპირობოდ, დარჩენილი დღის, კვირის, შესაძლოა წლის წარმატების საწინდარიც აღმოჩნდეს.

 

 

 

 

ასე მაგალითად ჯეინ ოსტინი გაღვიძებისთანავე პიანინოზე დაკვრას იწყებდა, შემდეგ სადილს ოჯახთან ერთად ამზადებდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა წერას.

 

 

ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დილას კარდიო და წონის ვარჯიშებით იწყებს, შემდეგ კი ქალიშვილებთან ერთად სადილობს.

 

 

ლეგენდარულ სტივ ჯობსს კი ყოველ დილას ერთი კითხვა აწუხებდა: ეს რომ ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე იყოს რას შვცვლიდი? – შესაცვლელი კი ძალიან ბევრია.

 

 

1. რა არის თქვენი მიზანი?

 

 

სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად წააწყდებით მსგავს სტატიებს, რომლებშიც ეკრანს მიღმა მყოფები აუცილებლად გირჩევენ, რომ დილა ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყოთ, ანდაც ვარჯიშით. შესაძლოა ყოველი მათგანი საკმაოდ დეფექტური იყოს, თუმცა არა თქვენთვის. მთავარია განსაზღვროთ, რა არის თქვენი მიზანი: მეტი პროდუქტიულობა? ჯანმრთელობა? ბედნიერება? მოხდენილი ფიგურა?

 

 

2. რა არ უნდა გააკეთოთ!

 

 

შესაძლოა საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა მანამ, სანამ თქვენი მოქმედებისა და დილის რუტინის გეგმას შეიმუშავებდეთ, აუცილებელია განსაზღვრეთ რა არ უნდა გააკეთოთ დილაობით.

 

დაფიქრდით, რა გიშლით დილის ენერგიულად დაწყებაში? იქნება ეს სოციალური მედიის სქროლვაში ჩაკარგვა, წინა ღამის უძილობა და სხვა მრავალი. თუ კი აღმოაჩენთ, რომ მავნე ჩვევები თქვენი რუტინის ნაწილად იქცა, მათგან სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეთ.

 

 

3. შეწყვიტეთ Snooz-ის გამოყენება

 

 

არ გამოიყენოთ Snooz ღილაკი თქენს ტელეფონზე, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მცირე გამოღვიძების შემდეგაც კი ძილს უბრუნდებით, თქვენ ძილის ახალ ციკლში გადადიხართ. ამ დროის ძილი კი უფრო მეტ დაღლილობას განიჭებთ, ვიდრე პირველივე ზარზე წამოდგომისას შეიძლება გეგრძნოთ.

 

 

4. ადექით ერთი და იმავე დროს

 

 

 „ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ერთსა და იმავე დროს დგებიან დილაობით, დღის საათებში აქტიურობით გამოირჩევიან. ეს რუტინა მათ დეპრესიის თავიდან აცილებაში ეხმარებათ“ – აცხადებს პროფესორი დენიელ სმიტი.

 

 

5. იყავით Beyonce საშხაპეში

 

 

აბაზანაში ყველანი პროფესიონალი მომღერლები რომ ვხდებით ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. არც დილაობით არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ჩვევები და ეცადეთ დღე ენერგიული სიმღერებით დაიწყოთ.

 

 

6. შაბათ-კვირაც ითვლება

 

 

რატომღაც ადამიანები მიიჩნევენ, რომ დილის რუტინას მხოლოდ სამუშაო დღეებში უნდა მიყვნენ. სინამდვილეში, გრძელვადიანი შედეგების მისაღებად, წინასწარ გაწერილი გეგმა უქმეებზეც უნდა მოქმედებდეს.

 

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 92 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 13 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.