"არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის"- პაატა იმნაძე

არის ზამთარი და ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს, თუმცა არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა,

- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა საქართველოში 100 ათას მოსახლეზე არის 190 შემთხვევა, მაშინ როცა, ეპიდემიად ითვლება 450-500 შემთხვევა.

 

"გასულ წელს იმავე პერიოდში იყო 220 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე იყო 280 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. შედარებისთვის, რუსეთში ეპიდემიურ ზღვარად ითვლება 700-მდე შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე ანუ არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მაგრამ ვინც ავადაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა ეპიდემია. ძირითადად ბავშვები ავადდებიან გრიპით, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად", - განაცხადა იმნაძემ.

წაკითხვა 242 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.