"ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები, ჩვენთან მისი შემოტანის რისკი მინიმალურია"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ატიპიური პნევმონიის 41 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც ორი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში აღნიშნული ვირუსის შემოსვლის “არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება, არ არსებობს”.

 

“ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები. ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. 41 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ორი დამთავრდა ლეტალურად. უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 94 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.