“ჩინური ვირუსი” - გვაქვს თუ არა ნერვიულობის საფუძველი

როგორ გაჩნდა ვირუსი და რით დასტურდება მისი არსებობა

ახალი ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი ცხოველიდან გავრცელდა. მას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 


ვირუსი ჩინეთის სამხრეთ პროვინციის საზღვრებსაც გასცდა. დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა შანხაისა და იაპონიაში. დაავადებული ადამიანები ჰუბეის პროვინციაში მოგზაურობდნენ.

 

 

ჩინეთის მთავრობა ამბობს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის - დაინფიცირებულთა შორის არიან ოჯახის წევრები და ექიმები, რომელებსაც პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი.

 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ეს ფაქტი ჯერ არ დაუდასტურებია, ოფიციალურ განცხადებას ორგანიზაცია, სავარაუდოდ, 22 იანვარს, გააკეთებს.

 

 

სწრაფად ვრცელდება ვირუსი?

 

BBC-ის ცნობით, დაავადებულთა ოფიციალური რიცხვი 200-ს აღწევს, თუმცა ეს რიცხვი, შესაძლებელია, 1700-საც კი აჭარბებდეს.

 

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხოლოდ 41 შემთხვევას ადასტურებს.

 

 

ვირუსი, ჩინეთის გარდა, მხოლოდ იმ ქვეყნებში დაფიქსირდა, რომელთაც პირდაპირი მიმოსვლა აქვთ ჰუბეის პროვინციასთან.

 

 

სიტუაცია კრიტიკულია?

 

მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები სიტუაციას კრიტიკულად არ მიიჩნევენ. მართალია, შესაძლებელია ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ახლო კონტაქტის შემთხვევაში ხდება. ამის მიუხედავად, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დაავადებულთა რიცხვი მალე გაიზარდოს.

 

 

ჩინეთის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გავრცელებული ვირუსი კორონავირუსს განეკუთვნება.

 

 

კორონავირუსი ვირუსების ფართო ოჯახია, თუმცა მხოლოდ ექვსი მათგანი (შესაძლებელია, ახალი ვირუსი მეშვიდე იყოს) გადადის ადამიანზე.

 

 

რა სიმპტომები აქვთ დაავადებულებს და თუ იკურნება?

 

ისეთივე, როგორიც გრიპის ვირუსს - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. დაფიქსირდა გართულებული სუნთქვის შემთხვევებიც.

 

 

ამ ვირუსზე მორგებული სპეციალური მკურნალობის კურსი არ არსებობს. მედიკამენტური დახმარება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ჩივილების მოსახსნელად.

 

 

არსებობს თუ არა საქართველოში ინფექციის გავრცელების საფრთხე

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის, თქმით, რადგან საქართველოს ჩინეთის პროვინციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს, ქვეყანაში ახალი გრიპის გავრცელების საფრთხე არ დგას. ჩინეთის გარდა, ამ გრიპით დაინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და საქართველომდე ინფექციის მოღწევის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს.

 

 

და მაინც, როგორ დავიცვათ თავი?

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოთხ რჩევას:

 

  • მოვარიდოთ თავი ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომელთაც მწვავე რესპირაციული ინფექცია აქვთ;

 

  • ხელები ხშირად დავიბანოთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი დაავადებულ ადამიანთან გვაქვს კონტაქტი;

 

  • მოვერიდოთ ახლო კონტაქტს დაავადებულ ცხოველებთან;

 

  • სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად დავიცვათ ხველის ეტიკეტი (ხველებისა და ცემინებისას გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცი, დავიცვათ დისტანცია).

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 55 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.