"ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები"

ამ დროისთვის, ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სილვიუ დომენტემ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

 

„ეს კორონავირუსია და ჩვენ ვიცით კორონავირუსმა წარსულში მრავალი პრობლემა შექმნა, მე ვგულისხმობს მწვავე რესპირატორულ ვირუსს, თუ გახსოვთ. ის პოტენციურად საშიშია, მაგრამ რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვახდენთ სიტუაციის მონიტორინგს, რომ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები. ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები. ამ დროისთვის მოგზაურობის და ვაჭრობის შეზღუდვების რეკომენდაცია არ გაცემულა. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“,-განაცხადა დომენტემ.

 

 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობის გაგრძელებაზეც.

 

 

„გუშინ კომიტეტმა მოუსმინა ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას, რომელიც მიიღო სხვა ქვეყნებიდან. ინფექციის იდენტიფიცირება მოხდა. სპეციალური მისია კვლავ მუშაობს ადგილზე, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ცნობები, რომელიც გუშინ მივიღეთ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომხდარიყო საბოლოო დასკვნების გამიოტანა. გადაწყვეტილება არის იმგვარი, რომ დღეს კომისია კვლავ გამართავს შეხვედრას, რომ მოახდინოს დამატებითი ინფორმაციის ანალიზი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მსოფლიო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს მზაობაზე, მიიღოს მოსამზადებელი ზომები აეროპორტებში, პორტებში“,-განაცხადა დომენტემ

 

წაკითხვა 52 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.