დამაიმედებელი ამბები კორონავირუსთან ბრძოლაში - მეცნიერები ვაქცინის გამოცდას ზაფხულიდან აპირებენ

"მსოფლიო მედიაში უცნობ კორონავირუსთან დაკავშირებით, დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა, იმის გამო, რომ ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა არ არსებობს, ინფიცირებულთა გარდაცვალებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მსოფლიოში პანიკაც თანდათან იმატებს. ამჯერად, გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, რომლის ცდები ცხოველებზე შემდეგი კვირიდან დაიწყება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დამაიმედებელი ამბები კორონავირუსთან ბრძოლაში - მეცნიერები ვაქცინის გამოცდას ზაფხულიდან აპირებენ

 

"ცხოველებზე დაკვირვების შემდეგ, ადამიანებზე ცდები ამ წლის ზაფხულიდან დაიწყება - ამის შესახებ ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლორწოვანი ინფექციების და იმუნიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რობინ შათოქმა "სქაი ნიუსთან" განაცხადა. "თუ ვირუსი პანდემია გახდება და მთელს მსოფლიოს მოედება, ეს ძალიან გვიან არ იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ ეპიდემიის შესახებ. თუ ის ინფლუენზას მსგავსია, შესაძლოა, მან ზაფხულშიც ბევრი ადამიანი მოკლას."- განაცხადა შათოქმა. კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გარდაცვალებულთა რაოდენობა 6 თებერვლის დილის მდგომარეობით 565-ს აღწევს, ამავე დროს შეერთებული შტატების ჯონი ჰოპკინსის უნივერსიტეტის სისტემური კვლევების მონაცემების მიხედვით, ამავე ტიპის პნევმონიისგან 1198 პაციენტი განიკურნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"დღეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 28,280 ადამიანამდე გაიზარდა, აქედან 28 023 ინფიცირებული ჩინეთზე მოდის, 45 -იაპონიაზე, სინგაპურზე - 28, ტაილანდზე - 25, სამხრეთ კორეაზე - 23, ჰონგ კონგზე - 21, ავსტრალიაზე - 14, გერმანიასა და აშშ - ზე- 12. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ვაქცინის შექმნაზე რამდენიმე ჯგუფი ერთდროულად მუშაობს, თუმცა მისი გამოყენებაში ჩაშვება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. "ვაქცინაზე რამდენიმე ჯგუფი პარალელურად მუშაობს, ამაზე ავსტრალიელების ჯგუფიც მუშაობს, საწყის ეტაპებზე ჯერჯერობით ძნელია ხოლმე თქმა, ბოლომდე ეს ვაქცინა იმუშავებს თუ არა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სამეცნიერო კვლევები ახლა მიმდინარეობს და ძალიან იმედისმომცემია. "ამ კონკრეტულ ეპიდაფეთქებას რა ეშველება, არავინ არ იცის, იმიტომ, რომ როგორც წესი ერთი წელი მაინც გადის ხოლმე კვლევების დაწყებიდან, სანამ ვაქცინა უშუალოდ გამოყენებაში ჩაეშვება, ამიტომ, უახლოეს ერთ წელში არ იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"ასეთი ტიპის ეპიდემიების დროს, ბევრ შემთხვევაში ვაქცინა საერთოდ არ წამოეწევა ხოლმე, მაგალითად, 2002 და 2012 წელს ეპიდემიების დროს, ვაქცინა საერთოდ არ შექმნილა, უბრალოდ ინფექციური კონტროლის ღონისძიებებით და სხვადასხვა ქმეებებით შენელდა და შემდეგ ეპიდემია შეჩერდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვაქცინა კარგია და მთავარი ღონისძიებაა, მაგრამ, ძალიან ბევრ ეპიდაფეთქებას ისე უვლის სამედიცინო და ეპიდემოლოგიური სამყარო, რომ ვაქცინის გარეშეც ხდება ხოლმე მათი შეჩერება. ამ ეპიდემიას განსხავევა ის აქვს, რომ სიკვდილიანობა წინამორბედ კორონავირუსებისგან 2%-ით დაბალი აქვს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იზოლაციისა და პროიფილაქტიკის ღონისძიებებით ეს აფეთქებაც ისევე ჩათავდება, როგორც წინამორბედები. ამ წუთში საქართველო დაბალი რისკის ქვეყნების სიაშია, არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთი ქვეყანა ბოლომდე დაცული არაა, ამისთვის ყველა შემზადებულია და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, ის გარანტია, რომ საქართველოში არ შემოვა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა, საბედნიეროდ ამ ეტაპისთვის დაბალი რისკის ქვეყნების სიაში ვართ" - განაცხადა ბუწაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

 

 

"საგულისხმოა ერთი გარემოებაც, რომ დაინფიცირებული ორსული ქალიდან კორონავირუსი შეიძლება ნაყოფზე გადავიდეს, ამის შესახებ ქალაქ უხანის ბავშვთა ჰოსპიტალის ექიმებმა განაცხადეს, როდესაც დავირუსებულმა პაციენტმა 2 თებერვალს იმშობიარა, ახალშობილს კი 30 საათიანი შემოწმების შემდეგ ვირუსი დაუდგინდა. ექიმების ცნობით, ბავშვს სტაბილური სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა, არ აღენიშნებოდა სიცხე, თუმცა, სუნთქვის შეფერხების ნიშნები გამოუვლინდა და ექიმებმა კვლევის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინეს. ჩინეთს ფარგლებს გარეთ, კორონავცირუსი ვირუსი 27 ქვეყანასა და რეგიონშია დაფიქსირებული“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 82 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.