გვიცავს თუ არა ნიორი ვირუსებისა და ბაქტერიებისგან?

ნივრის სასარგებლო თვისებები სადღეისოდ მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული.

მძლავრი ეთერზეთებითა და ფიტონციდებით ნიორს მართლაც შეუძლია ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურება. ნიორში შემავალი ნივთიერებების წყალობით აღნიშნული მიკროორგანიზმები გამრავლების უნარს კარგავენ. ნიორში უხვადაა აცილინი, ნივთიერება, რომელიც ბლოკავს იმ ფერმენტის წარმოქმნას, რომლის დახმარებითაც ვირუსები ადამიანის სისხლში ხვდება.

 

 

ნიორში შემავალი გოგირდი, ორასამდე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი, ვიტამინები, მინერალებიდან სელენი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა და სხვა, კომპლექსში სამკურნალო ეფექტს ავლენს ბევრი დაავადების დროს. ნივრის ფიტონციდები კონკურენციას უწევს ისეთ ანტიბიოტიკებს, როგორებიცაა ბიომიცინი და ტეტრაციკლინი.
 
 

ნიორი ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ ბაქტერიებისა და ვირუსების, არამედ სოკოებისა და პარაზიტების წინააღმდეგაც!

 

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 355 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.