გავიძლიეროთ იმუნიტეტი და გრიპის აღარ შეგვეშინდება!

ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს გულგრილად რომ დაეტოვებინა.

იყო დაავადების სერიოზული გართულებები. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ გართულებათა მიზეზი უხშირესად სხვადასხვა მიზეზის გამო დასუსტებული იმუნიტეტი იყო.

 



რა არის იმუნიტეტი?



იმუნიტეტი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომლითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა. მისი საშუალებით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეღწეულ უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს (ვირუსებს, სოკოებს, მიკრობებს), რითაც მრავალი სენისგან გვიცავს.

 


იმუნიტეტი ორგვარია: არასპეციფიკური და სპეციფიკური. პირველი დაბადებიდანვე დაგვყვება, მეორეს კი სიცოცხლის განმავლობაში ვიძენთ. არსებობს პასიური იმუნიტეტიც, რომელსაც ჩვილ ასაკში ვიღებთ დედისგან - დედის რძე მრავალი მიკრობისგან დამცავ ანტისხეულებს შეიცავს.

 

 

არის შემთხვევები, როდესაც იმუნური სისტემა ვეღარ მუშაობს როგორც ერთიანი, მწყობრი მექანიზმი. ასეთ დროს ამბობენ, რომ დაქვეითებულია ორგანიზმის იმუნური სტატუსი. უფრო მარტივად, ეს მდგომარეობა მოიხსენიება როგორც იმუნიტეტის დაქვეითება. გარემოსადმი ინტერესის დაკარგვა, აპათიურობა, მოთენთილობა - იმუნიტეტის
დაქვეითებას ყოველივე ეს ახასიათებს, მაგრამ ეს სიმპტომები მრავალი სხვა მიზეზითაც შეიძლება აიხსნას.
 
 
გაცილებით საყურადღებოა:
 
 
• ხშირი გაციება (წელიწადში სამ-ოთხჯერ მაინც);
 
• გრიპი გახანგრძლივებული მიმდინარეობით;
 

• ქრონიკული ინფექციები ხშირი რეციდივებით (ანგინა, პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები);
 

• მუდმივი სუბფებრილური ტემპერატურა.
 
 

ეს ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ იმუნიტეტი დაქვეითებულია. იმუნური სისტემა მგრძნობიარეა მრავალი ფაქტორის მიმართ. ეს ფაქტორებია:

• არასრულფასოვანი კვება: ცილის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი;
 

• გადაღლილობა;
 

• ქრონიკული სტრესი;
 

• ანტიბიოტიკებისა და ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი ხმარება;
 

• ატმოსფერული ფაქტორები, განსაკუთრებით - რადიაციული ფონი;
 

• ოპერაციული ჩარევა;
 

• ტრავმა;
 

• მოყინვა;
 

• დიდი რაოდენობით სისიხლის დაკარგვა;
 

• ინტოქსიკაცია და ქონიკული დაავადებები (ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი).
 
 

ქრონიკულად მოავადეები რისკჯგუფად ითვლებიან. ასეთი ჯგუფებისათვის არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები აცრებთან დაკავშირებით, აგრეთვე მითითებები კვების, ფიზიკური დატვირთვისა და დღის რეჟიმის შერჩევასთან დაკავშირებით.
 
 


ვის ემუქრება განსაკუთრებულად ვირუსული ინფექციისას საფრთხე?


ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რისკ-ჯგუფში იმყოფება. ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილდნენ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით - სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებულები, თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონეები, მცირე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები. განსაკუთრებული ჯგუფია ორსულები, რომლებშიც გრიპი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე არაორსულებში.
 


როგორ ვიზრუნოთ იმუნიტეტზე?
 

ფარმაცევტული კომპანია "ვიტაბიოტიქსის" მიერ შექმნილია 23 ვიტამინის, მინერალისა და ამინომჟავისაგან შექმნილი უნიკალური კომბინაცია ჯანსაღი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად.
 

მიმოვიხილოთ იმუნეისში შემავალი რამდნეიმე კომპონენტი და მათი როლი იმუნიტეტის გააქტიურებაში:
 

• D ვიტამინი - კომპანია ვიტაბიოტიქსის მიერ ჩატარებული კვლევით დადასტურებული იქნა ამ ვიტამინის იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი. D ვიტამინი არა მარტო ხელს უწყობს ძვლებისა და კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას, არამედ ამაღლებს იმუნიტეტსაც.
 

• ამინომჟავები, ბუნებრივი კაროტინოიდები, ვიტამინი A - აჯანსაღებს კანსა და ლორწოვან გარსებს, რაც ორგანიმზში ტოქსინებისა და მიკრობების შეღწევას აფერხებს.
 

• ციტრუსების ბიოფლავანოიდები, რომელიც C ვიტამინის ნატურალური წყაროა, E ვიტამინი, თუთია და სელენი ძლიერი ანტოქსიდანტებია.
 

• რკინა და ფოლის მჟავა სისხლის უჯრედების წარმოქნასა და განახლებას უწყობს ხელს.
 
 


ანტიოქსიდანტები და იმუნიტეტი
 

გარემოს მავნე პირობები, საკვებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, დაძაბული ცხოვრების რითმი, სტრესი, სინთეზური სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ანტიბიოტიკების, გამოყენება ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას აძლიერებს. თავისუფალი რადიკალები არამდგრადი, ძალზე აგრესიული და აქტიური ნაწილაკებია, რომლებიც აზიანებენ ჯანსაღ უჯრედებს, რაც გრიპითა და გაციებით ხშირ ავადობას, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას, ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის, კატარაქტის განვითარების რისკის ზრდას იწვევს. ნივთიერებებს, რომლებიც ,,ბოჭავენ" და ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, ანტიოქსიდანტები ეწოდება.
 

სწორედ ასეთი ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი იმუნეისი.
 


იმუნეისის მიღება რეკომენდებულია: გრიპისა და გაციების თავიდან ასაცილებლად და სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის. ქრონიკული ავადმყოფებისათვის, ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაავადებების დროს სწრაფად გამოჯანმრთელებისათვის.
 
 

იმუნეისის მიღება კარგი იქნება მათთვის:


• ვინც მიმდინარე სეზონზე იავადმყოფა გრიპითა და გაციებით, ჰქონდა ფილტვების ანთება, ბრონქიტი, გაუხანგრძლივდა ხველა, ვისაც აწუხებს, დასჭირდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა;
 

• ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადებები, აგრეთვე - ასაკოვანი ადამიანებისათვის;
 

• ვისაც გრიპის გადატანის შემდეგ დიდხანს დარჩა სისუსტე და უღონობა;
 

• ვის ოჯახშიც არიან მცირეწლოვანი ბავშვები - ოჯახის წევრების დასაცავად.
 


გამოყენების წესი: ერთი აბი დღეში ძირითადი კვების დროს წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად. არ უნდა დაიღეჭოს.
 
 
 
წაკითხვა 71 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 13 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.