მსოფლიო ბანკი სიმსუქნის საწინააღმდეგოდ ქვეყნებს ტკბილეულზე გადასახადის ზრდას ურჩევს

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დედამიწაზე მოსახლეობაში ჭარბი სიმსუქნე სტაბილურად იზრდება, რაც დამატებით ტვირთს ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტებზე. 

შესაბამისად, ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს, რომ ტკბილეულსა და გაზიან სასმელებზე გაზარდოს გადასახადები, რათა მოსახლეობა დაიცვას სიმსუქნისგან და ქვეყნის ბიუჯეტი ზედმეტი ხარჯისგან.

 

 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში მოსახლეობის სიმსუქნის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, მოზრდილების 44%-ს, ბავშვების 6%-ს და მოზარდთა 20%-ს ჭარბი წონა აქვთ.

 

 

ეს დამატებითი ტვირთია ეროვნული ეკონომიკისთვის: შრომის პროდუქტიულობა ეცემა, მუშები პენსიაზე გადადიან ჯანმრთელობის მიზეზების გამო, ხოლო ჯანმრთელობის სისტემებზე და, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტებზე ტვირთი იზრდება.

 

 

ასევე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჭარბი წონის მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდამ შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს გლობალურ დათბობაზე. ამიტომ, ბანკის სთავაზობს ქვეყნებს, გაზარდონ გადასახადები შაქარზე, მის პროდუქტებსა და გაზიან სასმელებზე, დააწესოთ სპეციალური ეტიკეტები, ასევე შეუწყონ ხელი სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამების დანერგვას.

 

 

https://www.bpn.ge/

წაკითხვა 78 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.