საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე 32 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყანაში კი ვირუსის მქონე 66 ადამიანია.

 

„ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხევევა. ამ 40 დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენგან გამოჯანმრთელებული და გაწერილია 8 შემთხვევა. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 32 პაციენტი და ამ 32-შიც ერთი გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება. უბრალოდ გუშინ კიდევ გადამოწმება სჭირდებოდა მის კლნიკიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

წაკითხვა 146 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.