კორონავირუსის პანდემიის დროს წვერის ტარება სასურველი არ არის - ინფექციონისტის რეკომენდაცია კაცებს

ჯერ კი­დევ 2017 წელს, რო­დე­საც მა­მა­კა­ცე­ბის­თვის გრძე­ლი წვე­რის ტა­რე­ბა ე.წ. ლამ­ბერ­სექ­სუ­ა­ლო­ბა მო­დუ­რი გახ­და, სა­მე­დი­ცი­ნო გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, რომ მო­უვ­ლე­ლი წვე­რი შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის წყა­რო გახ­დეს. რის­კებს შო­რის ასა­ხე­ლებ­დნენ ტკი­პას, რო­მე­ლიც კან­ში ჩაჯ­დო­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

 

კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, უცხო­ურ გა­მო­ცე­მებ­ში ხში­რად წე­რენ, რომ წვე­რის ტა­რე­ბა ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლი არ არის.

 

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჩი­ნე­ლი ექი­მე­ბი ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ და თმა გა­და­ი­პარ­სეს იმის­თვის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ. თავ­და­პირ­ვე­ლად მსგავ­სი რამ ერ­თმა მე­დი­კოს­მა გა­ა­კე­თა და შემ­დეგ მას ბევ­რმა მი­ბა­ძა.

 

 

 
 
ჩი­ნე­ლი ექი­მე­ბის თქმით, თმა მარ­ტი­ვად იზი­დავს ვირუ­სებს და მის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, თუ ასეთ რთულ ვი­თა­რებ­ში მას სა­ერ­თოდ გა­და­ი­პარ­სა­ვენ.
 
 

AMBEBI.GE-ს ჯერ კი­დევ მა­შინ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა ქარ­თველ ექი­მებ­თან და ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა, არის თუ არა სა­ჭი­რო წვე­რის გა­პარსვა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ.

 

 

ამ­ჯე­რად, ექიმ­მა-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა მაია ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეპი­დე­მი­ის დროს დიდი წვე­რის ტა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

 

 

 

 

"რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არ არის, რად­გან თმებ­ში დიდ­ხანს რჩე­ბა ვირუ­სი. ჩი­ნე­თის მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ თმე­ბიც კი გა­და­ი­პარ­სეს და აქაც უმ­ჯო­ბე­სია წვე­რიც და­ი­მოკ­ლონ.

 

მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია მა­ინც სახ­ლში დარ­ჩე­ნა­აა და მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა და ყო­ველ­დღი­უ­რად შხა­პის მი­ღე­ბა. წვერს სრუ­ლი­ად თუ არ მო­ი­პარ­სა­ვენ, და­ი­მოკ­ლონ ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი.

 

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ასე­ვე მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია გრძე­ლი წვე­რის ტა­რე­ბი­სას, რად­გან წვერ­ზე მოხ­ვედ­რილ­მა შხეფ­მა, პირ­ბა­დეც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ბინ­ძუ­როს. თუმ­ცა, აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ პირ­ბა­დე უნდა გა­ი­კე­თოს და­ვირუ­სე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა ან მათ ვინც ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულს უვ­ლის" - აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 36 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.