ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, სახელმწიფოს სამედიცინო პერსონალს აღჭურვილობის სტრატეგიული მარაგი გააჩნია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე სახელმწიფოს შესყიდული აქვს საკმარისი რაოდენობის სასუნთქი აპარატებიც.

 

„თავისუფალი სუნთქვის დაახლოებით 530 აპარატია მობილიზებული, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში 2000-მდე სასუნთქი აპარატის რესურსია და რა თქმა უნდა, ეს გამოყენებული იქნება.

 

 

რაც შეეხება სამედიცინო აღჭურვილობას, მარაგები არის შეძენილი. იცით მსოფლიო ბაზარზე დეფიციტია და იმის მიხედვით, თუ სადმე რამე გამოჩნდება, საქართველო ამ შესყიდვებს განახორციელებს. სტრატეგიული მარაგი რეალურად ქვეყანაში ამ წუთისთვის არსებობს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ რესურსის სწორად ხარჯვა იმისთვის, რომ ეს ეფექტურად იყოს გამოყენებული და არ მოხდეს არასაჭირო ხარჯვა. ამას ემსახურება ჩვენი განახლებული პროტოკოლიც, რომელიც მზადდება და ორშაბათიდან დაიწყება ამის ტრენინგი. ამის პრობლემა ნამდვილად არ აქვთ კლინიკებს, საჭიროების მიხედვით არიან უზრუნველყოფილნი პირველადი ჯანდაცვის საშუალებებით,“- განაცხადა ეკა ადამიამ.

 

 

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, რამდენი ექიმი/ექთანია ამ დროისთვის გადამზადებული covid 19 -ის მართვის მიმართულებით. როგორც ეკა ადამია აცხადებს, იმ კლინიკებში, რომლებიც ამ შემთხვევების მართვაში არიან ჩართულნი, სამედიცინო პერსონალი სრულად გადამზადებულია. მისივე თქმით, მომდევნო კვირიდან დაიწყება ასევე, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადებაც.

 

 

„6 კლინიკაში არიან ვირუსით ინფიცირებული პაციენტები და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ კლინიკებში გავლილი აქვთ ტრენინგები. ამ დროისთვის ზუსტი რიცხვი არ მაქვს, მაგრამ ეს არის პროცესი, არ ვჩერდებით და მუდმივ რეჟიმში მიდის ეს ტრენინგები.

 

 

გვაქვს რამდენიმე მიმართულების მზადება. ეს არის ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, პირადი დაცვის საშუალებების სწორად ჩაცმა-გახდის წესების სწავლება, ჩვენს გეგმაში გაწერილია არა მხოლოდ ტრენინგები, არამედ მონიტორინგიც. თუ რამდენად სწორად ასრულებენ ისინი ჩაცმა-გახდის ამ წესებს. ჩვენ ასევე, წინა კვირას მივიღეთ covid დადასტურებული შემთხვევის კლინიკური მართვის პროტოკოლი და მომდევნო კვირიდან დაგეგმილია ამ მიმართულებით ტრენინგების დაწყებაც. ასევე, ვგეგმავთ პირველადი ჯანდაცვის ტრენინგსაც, რადგან პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალიც მობილიზებული უნდა იყოს ამ პროცესისთვის. მნიშვნელოვანია პაციენტმა პირველ რიგში გაიაროს სატელეფონო კონსულტაცია და არ იყოს პირადად მიმართვა, მათ უნდა დარეკონ 112-ზე და ისინი გადამისამართდებიან ოჯახის ექიმებთან. ქვეყნის მასშტაბით 4 კლინიკაა ამაში ჩართული, მაგრამ ახლა ამ ქსელის გაფართოების პროცესში ვართ და პაციენტებს ექნებათ კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა. შესაძლებელი იქნება ასევე მათი რეიდენტიფიცირება - საქმე გვაქვს მძიმე თუ მსუბუქ შემთხვევასთან. ეს განტვირთავს სტაციონარს და არც პაციენტს დააყენებს რისკის ქვეშ, რომლებიც ცხელების შემთვევაში გარბიან ინფექციურ საავადმყოფოში და იქ დაავადების მეტი რისკი აქვთ, რეალურად კი უმეტეს მათგანს არ უფიქსირდება კოვიდი. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლიც დასრულების ეტაპზეა უკვე და სავარაუდოდ, დღედღეზე გვექნება. იქით კვირიდან უკვე დაიწყება პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადებაც, რათა მათ იცოდნენ, თუ როგორ მოიქცნენ, თუ მათ ტერიტორიაზე ასეთი პაციენტი მოხვდა,“ - განაცხადა ეკა ადამიამ.

წაკითხვა 100 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.