"დადგენილი არ არის 3 შემთხვევის პირველწყარო - უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყარო უცნობია.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევაში პირველწყარო, სავარაუდოდ, დადგინდება, თუმცა ორში, დიდი ალბათობით, ეს ვერ მოხერხდება.

 

გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე დადის ინფიცირებული ადამიანი, რომელიც სხვებს ასნებოვნებს, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.

 

„სამი შემთხვევის პირველწყარო არ ვიცით. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ პირველწყაროს, ისიც უკვე იზოლირებულია და არის შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ვერ დავადგენთ. ანუ ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცენდენტი. არის ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში, ის უკვე სხვას ასნებოვნებს. ამიტომ თვითონ ეს ფაქტია უკვე ძალიან საყურადღებო და საგანგაშო“, -განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

წაკითხვა 164 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.