"უცხოელი კოლეგებისთვის ყველაფრის გაზიარება ხდება, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით - „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, COVID19-თან გამკლავების თვალსაზრისით მათ კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ვირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა,ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთლეობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და „წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ

წაკითხვა 706 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 06 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.