რას ნიშნავს როდესაც თქვენი შვილი ორივე ხელით წერს?

დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის ბილატერალური, რაც ნიშნავს რომ ამ ადამიანებს ორივე ხელის თანაბრად გამოყენების უნარი გააჩნიათ.

ისინი წერენ, ხატავენ და ასრულებენ ნებისმიერ მოქმედებას როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით. მშობელი შესაძლოა ააღელვოს იმის გააზრებამ, რომ მათი შვილი მემარჯვენე ან ცაცია კი არ არის, არამედ ორივე ერთად. მაგრამ ნუ შეშინდებით, ეს უნარი ცუდს არაფერს ნიშნავს, პირიქით ბევრის თქმა შეუძლია თქვენს შვილზე.

 

წაიკითხეთ რამდენიმე ფაქტი ბილატერალური ბავშვების შესახებ, იმისათვის რომ უკეთ შეძლოთ ფენომენის გაგება. ეს უნარი თავს ადრეულ ასაკშივე იჩენს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი შვილი ხატვისა და თამაშის დროს, რომელიმე ხელს არ ანიჭებს უპირატესობას და ორივეს თანაბრად იყენებს, მაშინ თქვენ ბილატერალურ ბავშვს ზრდით.

 

1. მათზე უფრო მარტივია ემოციური ზემოქმედების მოხდენა

 

ბილატერალური ადამიანების განწყობა ზედმეტად მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ. მონკლეარის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელშიც ერთი და ორი დომინანტი ხელის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ დაადასტურა, რომ ბილატერალურების ემოციური განწყობის მანიპულირება ბევრად მარტივი იყო, ვიდრე მათი, ვინც სტაბილურად მხოლოდ ერთ ხელს იყენებს.

 

2. ისინი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ

 

 

კვლევებმა აჩვენა, რომ ბილატერალურ ადამიანებს სინესთეზია სჭირთ. ამ მდგომარეობის გამო, მათი განსხვავებული შეგრძნებები ერთმანეთზე არის დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ შეუძლიათ დაინახონ ხმა, შეიგრძნონ სიტყვების გემო, ან სურნელით იგრძნონ კანზე შეხება. ერთი შეგრძნება ავტომატურად აღვიძებს მეორეს. მაგალითად, ერთ-ერთი ბილატერალური ადამიანი აღნიშნავს, რომ როდესაც სიტყვა „ცნობისმოყვარეს“ კითხულობს, პირში სტაფილოს გემოს გრძნობს.

 

3. მათ ხატვის, მუსიკისა და სპორტის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ

 

 

ბილატერალური ადამიანები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ სპორტისა და ხელოვნების დარგებში. მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაითვალისწინონ ეს ფაქტი და დაეხმარონ ბავშვებს საჭირო უნარების განვითარებაში. როგორც ცნობილია, ბილატერალური ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან: ჩარლი ჩაპლინილეონარდო და ვინჩინიკოლა ტესლა და ალბერტ აინშტაინი.

 

4. მათ ადვილად ეფანტებათ ყურადღება

 

 

კვლევების მიხედვით, ბილატერალურ ადამიანებს უჭირთ დიდხანს კონცენტრირება, შესაბამისად, ხშირად უვითარდებათ ADHD – ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ასაკშივე მიაქციოს მშობელმა ამ პრობლემას ყურადღება და დაეხმაროს ბავშვს მასთან გამკლავებაში.

 

5. ისინი უფრო სწრაფად ითვისებენ ახალ ინფორმაციას

 

 

ბილატერალური ბავშვები უფრო სწრაფად სწავლობენ, მარტივად ითვისებენ განსხვავებულ დარგებს, აქვთ გახსნილი გონება და უფრო ხელმარდები და უნარიანები არიან. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მათ ტვინს არ გააჩნია დომინანტი ნახევარსფერო.

 

ბილატერალური შვილის ყოლამ ნამდვილად არ უნდა შეგაშინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვზე დაკვირვება, იმისათვის რომ მისი საჭიროებები უკეთ გაიგოთ და აუცილებლობის შემთხვევაში, დაეხმაროთ სხვადასხვა უნარების განვითარებასა და წინააღმდეგობების დაძლევაში.

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 970 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.