"ეს აურზაური მალე დასრულდება"- ლევან რატიანი

მალე დასრულდება ეს აურზაური, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც კაცობრიობა გაჩნდა ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ, თუმცა ერთი მდგომარეობით, ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება, სავარაუდოდ, არ გამომჟღავნდება“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არანაირი დეფიციტი არ არის და სამკურნალო საშუალებების ერთი თვის მარაგი აქვთ .

„ჩემს კლინიკაში არანაირი დეფიციტი არც სამკურნალო საშუალებების, არც აღჭურვილობის არ არის. გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც, თუ ასეთ ტემპით გაგრძელდა, არ დაგვჭირდება, რადგან გვაქვს ინფიცირებულების მკვეთრად შემცირების ტენდეცია და ცოტა ხანში ალბათ ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა რატიანმა.

წაკითხვა 479 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.