ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

 

ამის შესახებ განცხადებას განცხადებას სამხედრო ჰოსპიტალიც ავრცელებს:

 

"კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად, გარდაიცვალა. პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი." - ნათქვამია განცხადებაში.

 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

წაკითხვა 523 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 08 2020

სიახლეები