"მოგვიწევს შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვის საკითხებზეც.

 

„მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

წაკითხვა 149 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.