საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

"გამოჯანმრთელებული გვყავს კიდევ 13 ადამიანი და სულ ქვეყანაში 522-ია გამოჯანმრთელებული ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი" - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. 

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდგინდა.

 

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 522 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 326.

წაკითხვა 164 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.