მეცნიერები მსოფლიოში პანდემიის დასრულების ვადებს პროგნოზირებენ

New York Post, სინგაპურის ტექნოლოგიისა და დიზაინის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მეცნიერებმა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღის პროგნოზი გააკეთეს.

მეცნიერების აზრით დაავადებისგან მსოფლიო განთავსუფლებას ამა წლის დეკემბერში შეძლებს. ამასთან, აშშ-ში დაავადებას სექტემბრის ბოლოსთვის დაამარცხებენ.


ექსპერტებმა გამოიყენეს ინფექციის გავრცელების მათემატიკური მოდელი, რომელშიდაც აღწერილია ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულებს შორის დაავადებისადმი მგრძნობელობის დინამიკა (SIR-მოდელი).


სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ პროგნოზები შესაძლებელია არაზუსტი აღმოჩნდეს, ამიტომ არაა საჭირო მთელ მსოფლიოში კარანტინის შეზღუდვების ნაადრევად შერბილება.


"რაიმე პროგნოზებზე დაფუძნებული გადაჭარბებული ოპტიმიზმი იმითაა საშიში, რომ შეიძლება მოადუნოს ჩვენი დისციპლინა და თვითკონტროლი, რაც გამოიწვევს დასნებოვნებულების რიცხვის მკვეთრ ზრდას" - განაცხადეს მკვლევარებმა.

წაკითხვა 125 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.