ამ გვერდის ამობედვა

"კორპუსის კარანტინში მოქცევა წარმოუდგენელია" - მარინა ეზუგბაია

კორპუსის კარანტინში მოქცევა წარმოუდგენელი რამეა, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩაღრმავებული კვლევა ტარდება – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ახალ ინფიცირებულებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

ეზუგბაიას თქმით კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა სიახლე არ უნდა იყოს და ამაში გასაკვირი არაფერია. 

 

"ამაზე ვერაფერს ვიტყვი, კვლევა გრძელდება. კონტაქტების მოძიების და კვლევის პროცესი  ახალი არ არის.  განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა - ხდება ის, რომ არსებული შემთხვევის ყველა კონტაქტის ძიება მიმდინარეობს. ეს არის ჩვეულებრივი, კანონზომიერი პროცესი და ნუ მისცემთ მას რაღაც განსაკუთრებულ სახეს. წარმოუდგენელია ვთქვათ, რომ კორპუსი კარანტინში მოექცა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

წაკითხვა 505 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2020

სიახლეები