"ამ პრეპარატმა მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობა შეამცირა" - ცერცვაძე

მძიმე პაციენტებში დექსამეტაზონმა სიკვდილიანობა ერთი მესამედით შეამცირა, - ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

მისი თქმით სოლიდარობის კვლევაში ჩართული მედიკამენტები ანტივირუსული პრეპარატებია, დექსამეტაზონი კი სულ სხვა ჯგუფს განეკუთვნება.

 

კერძოდ, ცერცვაძის განმარტებით, ანტივირუსული პრეპარატები პაციენტს დამძიმებამდე ენიშნება, დექსამეტაზონი კი ციტოკინურ შტორმს (კრიტიკული) და ძლიერ ანთებით რეაქციას ამცირებს.

 

აქედან გამომდინარე, ცერცვაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მედიკამენტების ერთმანეთთან შედარება სწორი არ არის.

 

„ამათი შედარება ერთმანეთთან არ შეიძლება. სოლიდარობის კვლევაში ჩართული მედიკამენტები არის ანტივირუსული მედიკამენტები, ისინი ეძლევა თავიდან, რომ პაციენტი არ დამძიმდეს და არ გახდეს კრიტიკულად მძიმე, რეანიმაციაში და მართვით სუნთქვაზე.

 

დექსამეტაზონი არ არის ანტივირუსული მედიკამენტი. მას სულ სხვა მექანიზმი აქვს. ის ციტოკინურ შტორმს და ძლიერ ანთებით რეაქციას ამცირებს, ის ეფექტიანია. მან ერთი/მესამედით შეამცირა სიკვდილობა კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში, ავადმყოფებში, რომლებიც რეანიმაციაშია უკვე და რომლებიც განწირულნი არიან სასიკვდილოდ. აი, ამ პაციენტებში შეამცირა დექსამეტაზონმა ერთი/მესამედით სიკვდილობა, ამ სტადიაზე სოლიდარობის კვლევაში არსებული მედიკამენტები უკვე აღარ მოქმედებს.

 

ეს ორი, დექსამეტაზონი და ანტივირუსული მედიკამენტები სრულიად სხვა ჯგუფს ეკუთვნის, სრულიად სხვა დანიშნულებას ასრულებს და მათი ერთმანეთთან შედარება, რომელი უფრო ეფექტურია, არ შეიძლება. ჩვენ კრიტიკული ავადმყოფი ახლა სულ სამი გვყავს და იმ სამს ვაძლევთ. თუ იქნება მომავალში ბევრი, ღმერთმა ნუ ქნას, მაშინ გაიზრდება (გამოყენება). სწორედ იმიტომ, რომ იმ მედიკამენტებს, რომლებიც სოლიდარობის კვლევაშია, ჩვენ ვიყენებდით რაციონალურად, ჩვენი პაციენტები არ დამძიმებულან იქამდე, რომ დექსამეტაზონი დასჭირდეთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წაკითხვა 300 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.