"თუ გავუძელით საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა" - თენგიზ ცერცვაძე

შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, საქართველო იქნება თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის,- ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. 

"რომელ კოლაფსზე უნდა ვილაპარკოთ, როცა დღეში სულ ორი-სამი შემთხვევაა. თუ ჩვენ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კოლაფსი კი არა, საქართველო იქნება ოაზისი, თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. დღეს უკვე არის საქართველო თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის და ყველას უკვირს, როგორ მოახერხა საქართველომ ის, რომ მთელ ევროპაში და განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს. ეს კიდევ ერთხელ ამბობს იმას, რომ საქართველოს მთელმა ვერტიკალმა, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ პანდემიაზე, დაწყებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, გაგრძელებული ჯანდაცვის სამინისტროთი და დამთავრებული საქართველოს მთავრობით და პირადად პრემიერით, იმუშავეს არა უბრალოდ კარგად, არამედ ძალიან კარგად. მათ მიერ გატარებული საპასუხო ზომები იყო დროული, ადეკვატური და ეფექტიანი. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვხსენით საგანგებო მდგომარეობა, მოვხსენით შეზღუდვების უმრავლესობა და შევინარჩუნეთ ეს ძალიან დაბალი დონე, ე.ი. მათი გატარებული საპასუხო ზომები ყოფილა არამხოლოდ დროული და ეფექტიანი, არამედ ძალიან მდგრადი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოში კოლაფსი გამოიწვიოს, ეს არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.

 

„მანამდე ჩვენ არანაირ მატებას არ ველით, რადგან ქვეყნის შიგნით არ გვაქვს ინფექცია ფაქტობრივად და ვისგან უნდა გავრცელდეს? საქართველომ გაუძლო პირველ გამოცდას, როცა საჭირო იყო ინფექციის შეკავება, გაუძლო მეორე გამოცდას, როდესაც მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვები და არ გაიზარდა ახალი შემთხვევები. თუ საქართველო გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მაშინ მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს. თუ ეს ასე არ მოხდა და შემთხვევები გაიზარდა, ამისთვის ჩვენ უნდ ვიყოთ მზად, პირველ რიგში კლინიკური სექტორი. მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კლინიკური სექტორი, როგორც მომზადებული და წარმატებული შეხვდა პირველ ტალღას ისე, რომ თავისი შესაძლებლობების ერთი/მეხუთედის გამოვლენაც კი არ დასჭირვებია, თუ იქნება ახალი ტალღა ტურიზმის გახსნის მერე, ჰოსპიტალური სექტორი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შეხვდება ასევე მომზადებული.

 

სიტყვა კოლაფსი, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში უკვე იყო და ბევრ ქვეყანას მოელის, საქართველოს ეს არ ემუქრება. სიტყვა კოლაფსის გამოყენება საქართველოს ჯანდაცვასთან მიმართებაში არ დაგვჭირდება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წაკითხვა 239 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.