ამ გვერდის ამობედვა

წარმატებული ოპერაციის შემდეგ, სპილო „გრანდი“ ნარკოზიდან გამოვიდა

წარმატებული ოპერაციის შემდეგ, სპილო „გრანდი“ ნარკოზიდან გამოვიდა. ოთხსაათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დაჩირქებული ეშვი ამოღებულია.  სამხრეთ აფრიკიდან მოწვეული მედიკოსები ამბობენ, რომ ,,გრანდის" სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სპილო ,,გრანდი" 23 წლისაა, ის საქართველოში რამდენიმე წლის წინ ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორი ეშვი ჰქონდა დაზიანებული. პირველი ოპერაცია ბრიტანელმა ექიმებმა, 2014 წელს წარმატებით ჩაატარეს და „გრანდს“ ერთი დაზიანებული ეშვი ამოუღეს. BBC ახალ სერიალში ,,დიდი ცხოველების ოპერაციები"  (Big Animal Surgery) სპილოს ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.
წაკითხვა 987 ჯერ

სიახლეები