ჯანმო-მ COVID-19-ის სამკურნალო ორი პრეპარატის ტესტირება შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მალარიის სამკურნალო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინისა და ანტირეტროვირუსული პრეპარატების, ლოპინავირის, იგივე რიტონავირის ტესტირება შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჯანმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ე.წ. სოლიდარობის  საერთაშორისო სამეთვალყურეო კომიტეტის რეკომენდაციით, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის სამკურნალო საშუალების შემუშავებას. მისი ფარგლებში გაკეთდა შედარება, თუ რა გავლენას ახდენს ამ მედიკამენტების მიღება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობაზე.

 

წინასწარი ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მკურნალობის მიზნით ჰიდროქსიქლოროქსინისა და ლოპინავირის, იგივე რიტონავირის გამოყენება სიკვდილიანობაზე გავლენას არ ახდენს, კერძოდ არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს. 

წაკითხვა 502 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.