"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქორწილის, იუბილისა და ქელეხის ჩატარება დახურულ სივრცეში ისევ არ არის რეკომენდებული.

ამის შესახებ იმნაძემ „ფეისბუქ ლაივში“, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ასეთ სიტუაციებში მოქალაქეები დისტანციას ვერ დაიცავენ.

 

„ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით, ხომ? კონცერტი შეიძლება ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის და ამიტომ როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ამიტომ, ჯერჯერობით ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ დიდი ზომის ასეთი ღონისძებები არ არის რეკომენდებული“, - განაცხადა იმნაძემ.

წაკითხვა 139 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.