იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა?

რადიოსადგურ „დოიჩე ველე“-ს («Deutsche Welle» // „გერმანული ტალღა“) ვებ-საიტზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა?“.

 

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „კოვიდ-19“-ის პანდემია მსოფლიოში ყველასათვის მოულოდნელი გამოცდა აღმოჩნდა. რიგი ქვეყნები სიტუაციას მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ლაპარაკი დაიწყეს ვირუსის მეორე ტალღის შესაძლებლობაზე. არსებობს თუ არა ამისთვის წინამძღვრები? იქნება თუ არა მეორე, მესამე და სულაც მეცხრე ტალღა?

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ „კოვიდ-19“-ის ვირუსი ენდემური შეიძლება აღმოჩნდეს და არასდროს არ გაქრეს. სპეციალისტტა აზრით, რასაკვირველია, რაც უფრო აგდებული დამოკიდებულება ექნებათ ადამიანებს შემზღუდავი და ამკრძალავი წესების მიმართ, მით უფრო ძნელი იქნება მეორე ტალღის ტავიდან აცილება.

 

სრულიად Sესაძლებელია, რომ ვირუსის ახალი ტალღა ევროპაში უახლოეს დროში გავრცელდება იმდენად, რამდენადაც რეგიონის ბევრმა ქვეყანამ, ეკონომიკის გადარჩენის მიზნით, საკარანტინო ზომები შეარბილეს. პირველებმა ეს გააკეტეს გერმანიამ, ესპანეტმა და საბერძნეთმა, სადაც მაღაზიები და რესტორნები ამუშავდნენ, მოსახლეობა კი ჯეროვან ყურადღებას აღარ აქცევს ჰიგიების წესების დაცვას

 

დაავადების მატების კიდევ ერთი მიზეზი იმალება იმაში, რომ მსოფლიოში ისევ ნელ-ნელა დაიწყეს მოგზაურობა. დამსვენებლები, ჩვეულებრივად, დროს ატარებენ ადამიანთა შავშეყრის ადგილებში, სერიოზულად არ აღიქვამენ პანდემიის საფრთხეს და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ, ეს კი დასნებოვნების რისკებს ზრდის.

 

რას ნიშნავს „მეორე ტალღა“

გერმანელი სპეციალისტების თქმით, თუ დაავადების კოეფიციენტი (ანუ ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი) R ერთს აღემატება, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ერთი მატარებელი ადამიანი ინფექციას ერთზე მეტ ჯანმრთელ ადამიანს გადადებს. ამჟამად გერმანიაში მათი ზრდა შეინიშნება, რის მიზეზიც, შესაძლოა, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები იყონ.

 

თუმცა ჯერ-ჯერობით მსოფლიოში არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, თუ რას უნდა ეწოდოს „მეორე ტალღა“. ჯანმოს განმარტებით, „მეორე ტალღა ნიშნავს იმას, რომ ვირუსით დაავადების შემცირების შემდეგ შეინიშნება გარკვეული პაუზა, სიტუაცია სტაბილიზდება, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი რაოდენობა ისევ მატულობს. ასეთი სახით მოსალოდნელია მესამე და მეოთხე ტალღაც.

 

კორონავირუსს სიცივე უყვარს

პანდემიის დასაწყისში ბევრი ფიქრობდა, რომ ტემპერატურის მატებისას დაავადების რაოდენობა შემცირდებოდა, რადგან ვირუსები თავს ყველაზე კარგად სიცივის პერიოდში გრძნობენ: ამას ისიც ადასტურებს, რომ „კოვიდ-19“-ის „აფეთქებები“ მოხდა გერმანიის ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში, სადაც ჩვეულებრივად, ყოველთვის სიცივეა. აშკარაა, რომ სიცხეში ვირუსი ნაკლებად აქტიურია, მაგრამ მაინც ვრცელდება.

როცა ქუჩაში ცივა, ადამიანები სულ უფრო მეტ დროს დახურულ შენობებში (სამსახურებში, საცხოვრებელ ბინებში) ატარებენ, სადაც ჰაერის ცირკულაცია ნაკლები ინტენსიურობით ხდება. ამ გარემოებამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსით დაავადების მატებას. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „კოვიდ-19“ ვრცელდება არა მარტო ცხვირის დაცემინებით და ხველებით (ანუ ჰაერ-წვეთოვანი გზით), არამედ ჩვეულებრივი ლაპარაკით და სუნქვითაც (ანუ აეროზოლური გზით)

 

სუნთქვის და საუბრის დროს ადამიანის მიერ ჰაერში გამოიყოდა უწვრილესი, ხუთ მიკრონზე ნაკლები ზომის აეროზოლური ნაწილაკები. მსხვილი წვეთებისაგან განსხვავებით, „აეროზოლური ნისლი“ ჰაერში სამ საათამდე ძლებს და გადამდებია. თუ დაავადებული ადამიანი დახურულ სათავსოშია, მას შეუძლია კონტაქტისგარეშე მოკლე დროში სხვებიც დაასნებოვნოს.

 

„კოვიდ-19“-ის გავრცელების იდეალურ პირობას მშრალი და ცივი ამინდი წარმოადგენს. ამ შემტხვევაში დავირუსებული აეროზოლური წვეთები ჰაერში უფრო მეტ ხანს რჩებიან, ვიდრე თბილ დღეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიცისვის დადგომამდე თბილ და ცხელ დღეებში ყურადღება მოვადუნოთ. პირიქით - ცივ სეზონს, ზამთარს მომზადებულები უნდა შევხვდეთ“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://p.dw.com/p/3g87T

წაკითხვა 11 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.