ბათუმში 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ოთხი ბათუმში დადასტურდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ორი ინფიცირებული თურქეთის, ხოლო ორი, საქართველოს მოქალაქეა.

 

,,გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი დაუდასტურდა 4 პირს. ორი იყო სატვირთო ავტონამქანის თურქი მძღოლი. ისინი ცხელების ცენტრიდან თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდნენ. ერთი სრულწლოვანი მამაკაცი იმყოფებოდა კარანტინში, ბანგლადეშიდან შემოსული და სამკურნალოდ გადავიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვირუსი დაუდგინდა კარანტინში მყოფ არასრულწლოვანს და ისიც გადავიდა თბილისში სამკურნალოდ", - აცხადებენ სამინისტროში.

წაკითხვა 43 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.