ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო სფეროს ორ წარმომადგენელს დაუდასტურდა

"ახალი ინფიცირებულებიდან ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია," - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, 9 ახალი ინფიცირებულიდან ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის იმპორტირებული, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

 

მისივე განცხადებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

წაკითხვა 451 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2020

სიახლეები