კორონავირუსის 87 შემთხვევიდან 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს უკავშირდება.

 

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 87 შემთხვევიდან 10 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

 

„დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა, 1917 დადასტურებული შემთხვევა გახდა. ამ 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 იმპორტირებულია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია, 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის მიზნით“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

მისივე განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 კრიტიკულად მძიმე და 17 - მძიმე პაციენტია.

 

„გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 71, კოვიდ ცენტრებში 536 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმეა 4 პაციენტი, მძიმე 17. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, 23 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 1 კრიტიკულად მძიმეა, 1 მძიმე პაციენტია“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

წაკითხვა 516 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.