"158 ახალი შემთხვევა გვეუბნება, რომ საკუთარი თავის მიმართ რეგულაციები უნდა გავამკაცროთ"

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საზოგადოებას მოუწოდებს არ შეშინდნენ კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევით, პირიქით გაამკაცრონ რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ.

 

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც მეტი გამოვლენილი და დადასტურებული კონტაქტი იქნება, კორონავირუსის გავრცელების ნაკლები საშიშროება იქნება.

 

„ძალიან აქტიურად ხდება კონტაქტების გამოვლენა, შესაბამისად იზრდება კონტატებიც და ახალი შემთხვევების ციფრი. ეს ზუსტად იმის საფუძველია, რომ ჩვენ დაავადების ლოკალიზაციისკენ და შესუსტებისკენ მივდივართ. რაც კარგი გამოსავალია დროული ლიკვიდაციის ამ ახალწარმოქმნილი წერტილების, კერების, წყაროების და კლასტერების.

 

მთავარია, რომ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მთავრობასთან, საათობრივი ურთიერთობა გვაქვს სამედიცინო სექტორს ჯანდაცვის სამინისტროსთან, შესაბამისად, დროული გადაწყვეტილების შედეგად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიტუაცია ისეთივე მართვადი და კონტროლირებადი გახდება, როგორც აქამდე გვქონდა.

 

თუ არ ვცდები დღეში 9000-მდე ტესტი კეთდება. ტესტების რაოდენობა, რაც კეთდება ზუსტად აჩვენებს, რომ ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი მაღალია, რაც კარგია იმ თვალსაზრისით, რომ თვითიზოლაცია ხდება, იზოლაციის შედეგად კი გავრცელების მაქსიმალური პრევენციაა. რაც მეტი გამოვლენილი და დადასტურებული კონტაქტი იქნება, მით ნაკლები საშიშროებაა დაავადების გავრცელების.

 

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 158 ახალი შემთხვევა ნუ შეგვაშინებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ რეგულაციები არ დავიცვათ. 158 ახალი შემთხვევა გვეუბნება, რომ უნდა გავამკაცროთ რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ “,-განაცხადა ეზუგბაიამ.

წაკითხვა 105 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.