"კორონავირუსი ისე წავა, ვაქცინა აღარ დაგვჭირდება"

ეს ვირუსი ისე წავა სამყაროდან, ვაქცინა არ დასჭირდება - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსს ლეტალური გამოსავალი უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სხვა დაავადებებს, შესაბამისად, ლევან რატიანი ფიქრობს, რომ დადგება მომენტი, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლაში მედიკოსები და ბიოლოგები გაიმარჯვებენ. 

 

„ინფიცირებულთა ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დაავადებულთა ზრდასთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მტარებლობა არ ნიშნავს დაავადებულს, მაგრამ თუ ვირუსმა ორგანიზმში გამოიწვია ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა სისტემის ფუნქციების დისფუნქცია, უკვე ჩნდება დაავადება კლინიკური გამოვლინებით. ერთი რამ, რის შესახებაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა აზრი არ შეცვლილა, ესაა ის, რომ ადამიანთა 83% შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული და არა დაავადებული, დანარჩენ 17 პროცენტში ვლინდება დაავადების სიმპტომატიკა, სადაც კრიტიკული პაციენტი 2-3 პროცენტია, რაც მანამდე 4-5 პროცენტი იყო, დანარჩენ 15 პროცენტში ნაწილდება მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტები“, - განაცხადა ლევან რატიანმა. 

წაკითხვა 577 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.