"ფიბროზული ზონები რჩება ფილტვში" - რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმზე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პირველ რიგში კორონავირუსი გავლენას სასუნთქ სისტემაზე ახდენს.
მისივე თქმით, კოვიდინფექცია, ასევე შესაძლოა, კვალს ტოვებდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც.
“რა კვალს ტოვებს COVID-19 ჯერ არ ვიცით. არსებობს ერთეული კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ეს დაავადება უკვალოდ არ ჩაივლის.
ფიბროზული ზონები რჩება ფილტვში. კერძოდ ფილტვის აქტიური ქსოვილის ნაცვლად, მისი ნაწილი ჩანაცვლებულია შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც პასიურია და არ სუნთქავს, რაც ყველაზე უფრო მიახლოებულია ნაწიბურთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება იგეგემება საქართველოშიც.
“შესაძლებელია, თრომბოემბოლიური გართულებები იყოს. ამაზე კვლევები ახალი დაწყებულია. ჩვენც ვგეგმავთ ამ კვლევების ჩატარებას საქართველოში. მაგრამ რამდენადაც პანდემია თვითონ ახალია, სულ 8 თვეა გასული, ამიტომ ეს შორეული შედეგები ჯერ არავინ იცის. 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება ამაზე ზუსტად გავცეთ პასუხი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი