"ხელისუფლების და ჩვენი ტაქტიკაა, რომ მოსახლეობას ეს არ დაბრალდეს" - თენგიზ ცერცვაძე

შემთხვევების გაზრდაში მოსახლეობის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათ ეს ბრალდებათ, – ამის შესახებ შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგებისა და ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ ყველაფერი მოსახლეობას არ დაბრალდეს. 

 

ყველას შეუძლია იმის თქმა, რომ მოსახლეობას ყელში არ ამოუვიდეს, მაგარამ რა გავაკეთეთ ისეთი რომ მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს? პირიქით, დღევანდელი რეგულაციებია, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირების დაცვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. რა არის ამაში ისეთი რაც შეიძლება მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს?

 

ვხედავთ, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა დუნდება, ეს ბუნებრივი პროცესია. მუდმივი განგაშის მდგომარეობაში ადამიანი ვერ იცოცხლებს.

 

არის მცდელობები და ამ მცდელობების აღსრულება, რომ ყველაფერი მოსახლეობას არ დაბრალდეს. შემთხვევების გაზრდაში მოსახლეობის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათ ეს ბრალდებათ. სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი ტაქტიკაა, რომ მოსახლეობას ეს ყველაფერი არ დაბრალდეს,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წაკითხვა 143 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.