როდის უნდა დავლიოთ ყავა? - სპეციალისტები გვირჩევენ

როდის უნდა დავლიოთ ყავა? - სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელის მიღებას ღამის საათებში მოვერიდოთ.

ყავაში კოფეინის მაღალი კონცენტრაციაა, რაც შეიძლება უძილობის მიზეზი გახდეს.

 

ყავა მდიდარია არაერთი ვიტამინითა და მინერალით. მაგალითად, მის შემადგენლობაშია: ვიტამინი B2 (რიბოფლავინი); ვიტამინი B5 (პანთოტენის მჟავა); ვიტამინი B1 (თიამინი); ფოლატი; ფოსფორი; მანგანუმი; კალიუმი; მაგნიუმი.

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ყავა ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს, გუნება–განწყობილებას; გამოირჩევა ანტისტრესული და ანტიდეპრესიული ეფექტით; ხელს უწყობს წონის კლებას;

 

თუმცა მიუხედავად ყავის დადებითი თვისებებისა, მისი დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა; გაღიზიანებადობა; პერისტალტიკის გაძლიერება; კუნთოვანი მასის დაშლა; ყავაზე დამოკიდებულება; მაღალი არტერიული წნევა; გახშირებული გულისცემა; ხშირი შარდვა; ოსტეოპოროზი.

წაკითხვა 123 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.