დღეს ქუთაისში 53 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

დღეს, ქუთაისში, 53 დადასტურებული შემთხვევიდან, ძირითადის პირველწყარო ოქროს სავაჭრო ცენტრია, - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მთლიანად 620 აღებული ნიმუშიდან ჩვენ დაგვიდასტურდა 53 ახალი კოვიდინფიცირებული, რომელთა ძირითადი ნაწილის პირველწყარო არის ოქროს სავაჭრო ცენტრი, თუმცა გვაქვს ახალი წყაროები, რომლებსაც ვსწავლობთ. ამ ხალხის ნაწილი უკვე იზოლაციაშია და ნაწილი დღეს გადაგვყავს კარანტინში", — განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. 

 

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 534 უკვე გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

წაკითხვა 193 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.