April 25, 2024

"დამთავრდა დრო, როცა ყველა პაციენტის სახელი ვიცოდით და რუდუნებით ვუვლიდით" - კულუმბეგოვი

"როცა ჩვენ გვქონდა ფუფუნება, რომ ყველა პაციენტი სახელით და გვარით გვცოდნოდა, სახელით თუ არა, ნუმერაციით მაინც და მათთვის რუდუნებით მოგვევლო, ეს დრო დამთავრდა სამწუხაროდ" - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნილოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 

 

თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე შემთხვევათა მომატებული რაოდენობა განგაშის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან, ინფიცირებულებს შორის მხოლოდ 15-20 პრცოენტია მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტი. 

 

"თუმცა, საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც, პაციენტების 80-85% თავისი მდგომარეობის სირთულიდან გამომდირე, არის მსუბუქი და საშუალო, იგულისხმება, როდესაც არის მსუბუქი პნევმონია ან საერთოდ არ არის პნევმონია. საერთოდ აღარ ვლაპარაკობ კოვიდ დადებით პაციენტზე, ანუ ვისაც აქვს "სარს კოვ 2" დადასტურებული, თუ მას კლინიკური ნიშნები არ გამოუვლინდა, ჩვენ საერთოდ პაციენტსაც კი არ ვუწოდებთ, ასეთი ადამიანი არის უბრალოდ ინფიცირებული. მძიმე და კრიტიკული პაციენტი კი არის მაქსიმუმ 15-20%. 

 

ამიტომ, აჭარაში ახლა ინტენსიურად იწყება სახლში მოვლის პრაქტიკა, მეც ბევრი პაციენტი მიკავშირდება დისტანციურად, ამიტომ, დაახლოებით 100 გამოვლენილი ახალი პაციენტიდან საწოლის დაკავება 15-20-ს დაჭირდება. 75 პაცინტის მოვლა კი, ამბულატორულ პირობებში სრულიად შესაძლებელია. 

 

თუმცა, ქართული პროტოკოლის თანახმად, ვიდრე საბოლოოდ  გაირკვევა, არის თუ არა პაციენტი ინფიცირებული, მან საწოლი მიანც უნდა დაიკავოს 7 დღის განმავლობაში და ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, საწოლ დღეებთან დაკავშირებით უფრო თამამად მოვიქცეთ, ეს კარგია. მითუმეტეს, რომ ამ დაავადებას ასეთი ვერობა ახასიათებს - შეიძლება, მსუბუქად დაწყებული ინფექცია მეხუთე-მეშვიდე დღეს დამძიმდეს და ციტოკინური შტორმიც კი განვითარდეს. ამიტომ ეს 7-დღიანი სისტემა კარგია, მაგრამ თუ ჩვენ დაგვჭირდა, სახლში მყოფი პაციენტის მართვაც შესაძლებელია. ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სახლში და ტელეფონით მართავდნენ პაციენტებს. ოჯახის ექიმები აკვირდებოდნენ და წყვეტდნენ, რა იყო ე.წ ალარმის, ანუ საშიშროების ნიშნები და როდის იყო პაციენტის კლინიკაში გადამისამართება სასწრაფოდ საჭირო. 

 

ამიტომ, იყოს ეს მოქმედი სისტემა ჩვენთან, ამაში ცუდი არაფერია. დავაკვირდეთ პაციენტს პირველი ერთი კვირა და არ განვითარდა ციტოკინური შტორმი, არ დამძიმდა მდგომარეობა, შემდეგ წავიდეს ის სახლში ან საკარანტინო სასტუმროში" - განაცხადა კულუმბეგოვმა. 

წაკითხვა 562 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.