ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორნავირუსი დაუდასტურდა

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

 

დღეს, მუნიციპალიტეტში ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. სასწავლო პროცესი 31-ე და 41- ე სკოლებში შეწყდა.

 

ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მოსწავლეების კონტაქტები იზოლაციაში გადავიდნენ. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

 

ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 370 პაციენტი მკურნალობს, მათი  ძირითადი ნაწილი იმერეთის და ქუთაისის მკვიდრია.

წაკითხვა 470 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 05 2020