ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4 887​-ს შეადგენს.

 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 58​-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

 

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 578 შემთხვევა დაფიქსირდა.

წაკითხვა 396 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 06 2020