ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს.

 ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5235-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

 

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 230-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 62 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წაკითხვა 446 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 07 2020