ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი პაციენტი შეიყვანეს, ხოლო ცხრა პირი გამოჯანმრთელდა.

 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 62 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან რვა მძიმე და სამი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

 

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სულ 163 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

წაკითხვა 530 ჯერ