ამ გვერდის ამობედვა

"წინასაარჩევნო კამპანია ინფიცირების რისკს ზრდის" - ცერცვაძე

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამართული ხალხმრავალი შეკრებები ინფიცირების რისკს ზრდის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, მოქალაქეები პრევენციის წინააღმდეგ მიმართულ ელემენტარულ რეგულაციებს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში არ ასრულებენ. 

 

"არჩევნები, რა თქმა უნდა, ინფიცირების რისკს ზრდის, ერთი მიზეზის გამო, რომ საარჩევნო კამპანია არის ძალიან აქტიურ სტადიაში და საარჩევნო კამპანია, მათ შორის, მოიცავს ხალხმრავალ შეკრებების საჭიროებას და ამის მაგალითი რამდენიმე დღის წინ გვქონდა ბათუმში, სადაც ხალხმრავალი შეკრება ისე გაიმართა, რომ არ იყო დაცული ელემენტარული ზომები. იმ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც სულაც არ არის რთული ყველა არ ასრულებს მითუმეტს წინასაარჩევნო პერიოდში. ამიტომ თვითონ არჩევნები კი არ ქმნის რისკს, იქ არავინ დაინფიცირდება, საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკს", - განაცხადა ცერცვაძემ. 

წაკითხვა 338 ჯერ

სიახლეები