ამ გვერდის ამობედვა

 ,,ჩვენც გვქონდა ხარვეზები" - რა შეცდომებზე საუბრობს პაატა იმნაძე

 ,,ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 


მისივე თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ლაბორატორიების გადატვირთვა და კორონავირუსის ტესტირების პასუხების დაგვიანება გამოიწვია.


"5 კარავი იყო, თუ არ ვცდები. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას. შესაბამისად, ამან გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა და შემდეგ, უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ.


ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის ვინც არაფერს აკეთებს. როცა აკეთებ შეცდომები მოგდის, ჩვენ შეცდომების აღიარება არ გვიჭირს", - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.


ცნობისთვის, აგვისტოსა და სექტემბერში, კორონავირუსის უფასო ტესტირებისთვის, აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე კარვები განთავსდა.

წაკითხვა 498 ჯერ